07 ოქტომბერი 2024,   12:17
ვრცლად
სროლა ციურიხში - მომხდარს ჯერ არ აქვს ტერაქტის კვალიფიკაცია

სროლის ხმა ისმოდა შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, სადაც მეჩეთში უცნობი მამაკაცი შეიჭრა და მლოცველებს ცეცხლი გაუხსნა. დაშავებულია 3 ადამიანი. თავად თავდამსხმელი კი ადგილიდან მიიმალა.

პოლიცია მომხდარს კიდევ ერთ შემთხვევას უკავშირებს. მეჩეთის მახლობლად აღმოჩენილია უცნობი მამაკაცის ცხედარი, რომელიც შესაძლოა, იმავე თავდამსხმელის მსხვერპლი იყოს. ამ დრომდე მომხდარს არ აქვს ტერაქტის კვალიფიკაცია.

მეჩეთში ძირითადად სომალელი მიგრანტები ლოცულობდნენ.

დღის ამბები