07 ოქტომბერი 2024,   12:24
ვრცლად
რუსეთისა და თურქეთს პრეზიდენტები რუსეთის ელჩზე თავდასხმას პროვოკაციად აფასებენ

პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობების გაფუჭებას - ასეთია შეფასება ორივე ქვეყნის პირველი პირისგან თავდასხმაზე, რომელსაც თურქეთში რუსეთის ელჩი ემსხვერპლა. მოსკოვი ანკარაში საგამოძიებო ჯგუფს გზავნის. დღეს დაგეგმილია ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პირისპირ შეხვედრა.

ბოლო ინფორმაციით, რუსეთის ელჩს საგამოფენო დარბაზში ცეცხლი 22 წლის პოლიციელმა გაუხსნა, შეძახილით  - ალაჰი დიდია. ვრცელდება თავდასხმის ამსახველი კადრებიც. მისი ლიკვიდაცია ადგილზევე მოხდა. დაშავებულია საგამოფენო დარბაზში მყოფი 3 ადამიანი.

სროლას წინ უძღვოდა თურქეთში რუსეთის საელჩოსთან ალეპოში მიმდინარე სისხლისღვრის გამო დაწყებული აქციები, რასაც დასავლური მედი მომხდარს უკავშირებს.

თურქეთის ძალოვანი სტრუქტურები კი არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერთა ჯგუფთან იყოს დაკავშირებული.

დღის ამბები