07 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
თურქეთის ტერაქტის გამო რუსეთს სამძიმარს უცხადებენ მსოფლიო ლიდერები

ერთ-ერთი პირველი, ვინც თურქეთის ტერაქტს გამოეხმაურა დონალდ ტრამპი იყო. არჩეულმა პრეზიდენტმა Twitter-ით გააკეთა განცხადება. "დღეს ტერორისტული თავდასხმები განხორიციელდა თურქეთში, შვეიცარიასა და გერმანიაში. ვითარება მხოლოდ უარესდება. ცივილიზებულმა სამყარომ უნდა შეიცვალოს აზროვნება," - წერს ტრამპი.

მომხდარს შეერტებული შტატების სახლემწიფო დეპარტამენტიც გამოეხმაურა. იმ ვარაუდების ფონზე, რომ შესაძლოა თავდასხმის უკან ფეტჰულა გიულენი იდგეს, ჯონ კრიბიმ განაცხადა, რომ დეტალებს გამოძიება დაადგენს და მანამდე თითის გაშვერა დამნაშავის ძიებაში არ არის სწორი.

მომხდარის გამო რუსეთს სამძიმარს უცხადებენ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის პირველი პირები, ასევე გაეროსა და ნატოს გენერალური მდივნები.

დღის ამბები