07 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
საქართველოს პრემიერმინისტრმა სტამბოლში ტერაქტის დროს დაღუპულებს პატივი მიაგო

საქართველოს მთავრობის მეთაურმა სტამბოლში ტერაქტის დროს დაღუპულებს პატივი მიაგო. გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში დღეს გაემგზავრა.

გიორგი კვირიკაშვილი უკვე მივიდა ბეშიქთაშის სტადიონის ტერიტორიაზე, სადაც 10 დეკემბერს მომხდარ აფეთქებას ათობით ადამიანი ემსხვერპლა.

პრემიერმინისტრმა ტერაქტის ადგილი ყვავილებით შეამკო.

დღის ამბები