07 ოქტომბერი 2024,   12:17
ვრცლად
ანგელა მერკელმა ძალოვან უწყებებს უსაფრთხოების ზომების გაძლიერება დაავალა

გერმანელი სამართალდამცველები ბერლინში მომხდარ ტერაქტს იძიებენ. გავრცელებული ინფრომაციით, ეჭვმიტანილი, რომელიც სატვირთო ავტომობილით საშობაო ბაზრობაზე შევარდა და ხალხს გადაუარა, თავშესაფრის მაძიებელი პაკისტანელი მიგრანტია, რომელიც გერმანიაში თებერვალში ჩავიდა. ის პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას დააკავა.

საშობაო ბაზრობაზე თავდასხმას, ბოლო ინფორმაციით, 12 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 48 დაშავებულიდან რამდენიმე უმძიმეს მდგომარეობაშია.

ტერაქტის გამო ანგელა მერკელმა ძალოვან უწყებებს ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ზომების გაძლიერება დაავალა.

„ეს ძალიან რთული დღეა. მეც ისევე, როგორც მილიონი ადამიანი გერმანიაში, შეძრწუნებული და შოკირებული ვარ ბერლინში მომხდარის გამო. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის დასადგენი, მაგრამ არსებული ინფრომაციით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი. ძალიან რთული იქნება ჩვენთვის იმის გაცნობიერება, თუ დადასტურდება, რომ ადამიანი, ვინც ეს ჩაიდინა, არის მიგრანტი, რომელიც გერმანიაში დაცვასა და თავშესაფარს ეძებდა. ეს განსაკუთრებით ამაზრზენი იქნება იმ გერმანელებისთვის, ვინც დღითი დღე აქტიურად ზრუნავს დევნილებზე და ხალხზე, რომლებსაც ჩვენი დახმარება რეალურად სჭირდება. მილიონობით ადამიანი, მათ შორის მეც, ვსვამთ შეკითხვას - როგორ უნდა ვიცხოვროთ მაშინ, როცა ვიცით, რომ საშობაო ბაზრობაზე სეირნობისას მკვლელმა შესაძლოა ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს. ჩვენ არ გვსურს საშობაო ბაზრობებზე უარის თქმა, არ გვსურს შიშით ცხოვრება. ჩვენ მოვიკრებთ ძალას, რადგან გვინდა რომ ვიცხოვროთ თავისუფლად, ღიად და ერთად,” - განაცხადა მერკელმა.

დღის ამბები