07 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
ბერლინის პოლიცია ტერაქტის შემდეგ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ბერლინის პოლიცია ტერაქტის შემდეგ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ნებისმიერი საეჭვო გარემოების შესახებ შეტყობინებას სთხოვს.

ძალოვანები ვერ ადასტურებენ, რომ სატვირთო მანქანას, რომელმაც საშობაო ბაზრობაზე ხალხს გადაურა, დაკავებული პაკისტანელი მიგრანტი მართავდა.

პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ თავდასხმასთან კავშირი არ აქვს და არ გამორიცხავენ, რომ ტერორისტმა გაქცევა მოახერხა.

ტერაქტი ბერლინის ცენტრში გუშინ, საღამოს 8 საათისთვის მოხდა. შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა.

პოლიციამ მანქანაში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. გამოძიება ვარაუდობს, რომ ტერორისტმა პოლონეთის მოქალაქე მანქანის გატაცებისას მოკლა.

გერმანელი სამართალდამცველები ამჟამად ქალაქ ვისბადენში მომხდარ სროლასაც იძიებენ, რომლის შედეგადაც ერთი ქალია დაღუპული. ცნობილია, რომ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

დღის ამბები