07 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
რუსეთის დაზვერვის სამსახური საელჩოების დაცვის ახალ გეგმაზე მუშაობას შეუდგა

ახალი დეტალები თურქი პოლიციელის შესახებ, რომელმაც ანკარაში რუსეთის ელჩი მოკლა - ცნობილი ხდება, რომ 22 წლის მევლუტ მერთ ალთინთაში მკვლელობის დღეს ბიულეტენზე იმყოფებოდა და თანამედროვე ხელოვნების ცენტრთან ახლოს მდებარე სასტუმროში ნომერი ჰქონდა დაქირავებული, სადაც, სავარაუდოდ, თავდასხმა დაგეგმა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ალთინთაში გასულ კვირას ალეპოს დაბომბვების გამო გამართული საპროტესტო აქციების დროს, ანკარაში რუსეთის საელჩოს იცავდა.

მკვლელობის სავარაუდო ორგანიზატორად ანკარა ფეტულა გიულენის მოძრაობას ასახელებს, თუმცა ამერიკაში მცხოვრები სასულიერო პირი მომხდართან კავშირს უარყოფს.

რუსეთმა, შეერთებული შტატებმა და ირანმა თურქეთის დიდ ქალაქებში დიპლომატიური მისიები დროებით დახურეს.

რუსეთის დაზვერვის სამსახური კი მსოფლიო მასშტაბით საელჩოების დაცვის ახალ გეგმაზე მუშაობას შეუდგა.

დღის ამბები