07 ოქტომბერი 2024,   12:19
ვრცლად
ბერლინის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

ბერლინში გუშინ განხორციელებულ  ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას Independent ავრცელებს   Amaq news agency-ზე დაყრდნობით, სადაც ჯიჰადისტები ამბობენ, რომ თავდამსხმელი "ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცია". 

მანამდე კი  CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ  ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი, რომელიც გუშინ საღამოს დააკავეს, პროკურატურამ გაათავისუფლა, რადგან მისი ბრალეულობა ექსპერტიზით არ დადასტურდა.  

ტერაქტი გუშინ საღამოს ბერლინში, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე, განხორციელდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 12 ადამიანი, 48 დაშავებული კი საავადმყოფოებში იმყოფება. ერთ-ერთი გარდაცვლილი პოლონური გადამზიდავი კომპანიის მძღოლია. გამოძიების ვერსიით, ის ტერორისტმა მანქანის გატაცებისას მოკლა.

 

  

დღის ამბები