07 ოქტომბერი 2024,   12:15
ვრცლად
თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის ცხედარი მოსკოვში გადაასვენეს

თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის ცხედარი მოსკოვში გადაასვენეს. აეროპორტში მისი ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ცერემონიას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრო.

ცხედრის გადასვენებამდე ანკარის აეროპორტში კომენატარი გააკეთა თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ.

მისი განაცხადებით, ანდრეი კარლოვი რუსეთსა და თურქეთს შორის არსებული მეგობრობის სიმბოლო გახდა.

ამ დროისთვის თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის ფაქტზე 6 ადამიანია დაკავებული.

დღის ამბები