07 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
29 დაღუპული და ათეულობით დაშავებული - აფეთქება მექსიკის ფოიერვერკების ბაზრობაზე

მექსიკაში, ფოიერვერკების ბაზრობაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეული კი დაშავდა. შემთხვევა პიროტექნიკის პოპულარულ ბაზრობაზე მაშინ მოხდა, როდესაც იქ ადგილობრივები და ჩასული სტუმრები საახალწლოდ ფოიერვერკების შესაძენად მივიდნენ.

დაზარალებულების დასახმარებლად ადგილზე რამდენიმე ათეული სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ჯგუფი იყო მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ერთ-ერთი ვერსიით აფეთქება უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ გამოიწვია.

დღის ამბები