07 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოვებს

შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოვებს. ამერიკის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ამის მიზეზი რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი გახდა. შავ სიაში 7 ფიზიკური პირი და რამდენიმე ათეული ორგანიზაცია მოხვდა.

რუსეთის მიმართ სანქციების გაფართოვებას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ეხმაურებიან. ჯონ კირბის განცხადებით ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის ქმედებებია. იგი იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია სანქციების შენარჩუნებას დაუჭერს მხარს.

დღის ამბები