07 ოქტომბერი 2024,   12:15
ვრცლად
ალეპოდან ევაკუირებული მოსახლეობის შესახებ განსხვავებული მონაცემები ვრცელდება

ალეპოდან ევაკუირებული მოსახლეობის შესახებ განსხვავებული მონაცემები ვრცელდება. თურქეთში აცხადებენ, რომ ერთკვირიანი ოპერაციის ფარგლებში რეგიონიდან 37 ათას 500 ადამიანია გაყვანილი.

წითელი ჯვარის წარმომადგენლები, კი რომლებიც ადგილზე მუშაობენ მხოლოდ 25 ათასი ადამიანის შესახებ საუბრობენ.

ევაკუაციის პროცესზე გუშინდელ შეხვედრაზე სერგეი ლავროვმა თურქ კოლეგასთან ისაუბრა. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ პროცესი უახლოესი ორი დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

ალეპოდან გაყვანილი ხალხის ნაწილი თურქეთმა, ეგვიპტემ და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებმა შეიფარა. დაშავებულთა მიღებისა და სამედიცინო დახმარების ინიციატივა ისრაელმაც გამოთქვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები