07 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
რუსეთის ელჩის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა "ჯეიშ ალ ფათხამ" აიღო

თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობაზე პასუხისმგებელობა ისლამურმა ორგანიზაცია ჯეიშ ალ ფათხამ აიღო, რომელიც სირიაში სამთავრობო ძალების წინააღმდეგ იბრძვის.

ერაყის ტელევიზიის ცნობით, დიპლომატზე თავდასხმა მიზნად რუსეთზე ალეპოს დაბომბვების გამო შურისძიებას ისახავდა.

პარალელურად, სასტუმროს ნომერში, სადაც თავდამსხმელი დაბინავდა, პოლიციელებმა ალ ქაიდასა და ფეტულა გიულენის მოძრაობის შესახებ წიგნები აღმოაჩინა.

22 წლის მევლუტ ალთინთაშმა რუსეთის ელჩი ანკარის საგამოფენო ცენტრში 19 დეკემბერს მოკლა. მისი ცხედარი მოსკოვში უკვე გადაასვენეს. ხვალ მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება, რომელსაც ვლადიმერ პუტინიც დაესწრება.

ამის გამო რუსეთის ლიდერმა წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გადადო.

ამავე თემაზე
დღის ამბები