07 ოქტომბერი 2024,   12:17
ვრცლად
ბერლინში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ტუნისელ მამაკაცს ეძებენ

ბერლინის პოლიცია საშობაო ბაზრობაზე მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ტუნისელ მამაკაცს ეძებს. მისი პირადობის მოწმობა სამართალდამცველებმა სატვირთო მანქანაში აღმოაჩინეს.

თავდასხმაზე, რომელსაც 12 ადამიანი ემსხვერპლა, პასუხისმგბელობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. დაჯგუფების მედია სააგენტოს ინფორმაციით, სატვირთო მანქანას მისი მებრძოლი მართავდა, რომელიც საერთაშორისო კოალიციაში შესული ქვეყნების მოქალაქეებზე თავდასხმის მოწოდებას გამოეხმაურა.

ბერლინის ტერაქტის გამო ევროპის ყველა დიდ ქალაქში და ნიუ იორკში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. საშობაო ბაზრობებთან შეიარაღებული პოლიციელების დამატებითი ქვედანაყოფები განალაგეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები