07 ოქტომბერი 2024,   12:24
ვრცლად
მედელინთან მომხდარი ავიაკატასტროფა - დაკავებულია ავიაკომპანია "ლამიას" ხელმძღვანელი 

ბოლივიის საზოგადოებრივი სამუშაოების მინისტრის მილტონ კლაროსის განცხადებით, ნოემბერში, კოლუმბიის ქალაქ მედელინის მახლობლად მომხდარი ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზები და დამნაშავის ვინაობა ცნობილი გახდა.

შეგახსენებთ, ავიაკატასტროფის შედეგად 71 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბრაზილიის საფეხბურთო კლუბ შაპე-კოენსეს 19 ფეხბურთელი.

გამოძიების შედეგად დამნაშავედ ბოლივიის ავიაკომპანია ლამია და პილოტი მიგელ კიროგა აღიარეს. პილოტს საკმარისი კვალიფიკაცია არ გააჩნდა. მან დაგეგმილ მარშრუტს გადაუხვია, რის გამოც თვითმფრინავს საწვავი აღარ ეყო დანიშნულების ადგილამდე.

ამ დროისთვის დაკავებულია ავიაკომპანია ლამიას ხელმძღვანელი გუსტავო ვარგას გამბოა, რომელმაც ნებართვა მისცა მიგელ კიროგას, მსგავს ავიარეისებს გაძღოლოდა.

დღის ამბები