07 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
ალეპოდან ევაკუაციის პროცესი დროებით შეფერხდა

ალეპოდან მოსახლეობის ევაკუაციის ბოლო ეტაპი დროებით შეფერხდა. ჟურნალისტების ცნობით, ხალხით სავსე ავტობუსები, რომლებსაც ქალაქი ჯერ კიდევ გუშინ უნდა დაეტოვებინათ, ამ დრომდე ადგილზე რჩება.

ევაკუირებულთა რაოდენობის შესახებ განსხვავებული ინფრომაცია ვრცელდება. თურქეთში აცხადებენ, რომ რეგიონიდან 37 ათასზე მეტი ადამიანია გაყვანილი. წითელი ჯვრის წარმომადგენლები კი, რომლებიც ადგილზე მუშაობენ, მხოლოდ 25 ათასი ადამიანის შესახებ საუბრობენ.

ალეპოდან გაყვანილი ხალხის ნაწილი თურქეთმა, ეგვიპტემ და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებმა შეიფარეს. დაშავებულთა მიღებისა და სამედიცინო დახმარების ინიციატივა ისრაელმაც გამოთქვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები