07 ოქტომბერი 2024,   12:17
ვრცლად
"თავდასხმა კაცობრიობაზე"- დონალდ ტრამპი გერმანიაში მომხდარ ტერაქტს აფასებს

"თავდასხმა კაცობრიობაზე" - ასე შეაფასა შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა გერმანიის ტერაქტი ჟურნალისტებთან საუბრისას ფლორიდაში.

გერმანიის პროკურატურას კი 100 ათასი ევრო აქვს დაწესებული ეჭვმიტანელის, 24 წლის ტუნისელი ანის ამრის შესახებ ინფორმაციაზე. ცნობილია, რომ ეჭვმიტანილი აგვისტოში გერმანიის პოლიციას კონტროლზე ჰყავდა აყვანილი და დროებით დააკავეს კიდეც. მომხდარის შემდეგ გერმანიაში ხალხმრავალ ადგილებში ვიდეო თვალთვალი გაფართოვდება. გამოძიების დეტალები მთავრობის წევრებისგან მოისმინა ანგელა მერკელმა.

დღის ამბები