07 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
ერდოღანი აცხადებს, რომ რუსეთის ელჩის მკვლელი, ფეტულა გიულენის მოძრაობის წევრი იყო

თრქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელი, ფეტულა გიულენის მოძრაობის წევრი იყო. მისი თქმით ეჭვმიტანილს უცხოეთში ჰქონდა კავშირები, თუმცა ვისთან და რა სახის, პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია.

მომხდარის შემდეგ გაძლიერებულია უსაფრთხოება ანკარაში რუსეთის საელჩოსთან. შეგახსენებთ რომ ელჩის მკვლელობაზე პასუხისმგებელობა ისლამურმა ორგანიზაციამ ჯეიშ ალ ფათხიმ აიღო, რომელიც სირიაში სამთავრობო ძალების წინააღმდეგ იბრძვის. მებრძოლების განცხადება ირანულმა ტელევიზიამ გაავრცელა.

დღის ამბები