07 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიალოგის ყველა დონე გაყინულია-დიმიტრი პესკოვი

"ამჟამად რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიალოგის ყველა დონე გაყინულია"- ეს განცხადება,  კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ტელეარხ მირისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

პესკოვის განცხადებას მალევე მოჰყვა სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი.

უწყების პრესმდივნის განმარტებით,  რუსეთთან დიპლომატიური ჩართულობა მთელ რიგ საკითხებზე ისევ არსებობს.

რა იგულისხმა პესკოვმა, ჯონ კირბის თქმით, ეს მისთვის უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ჯონ კერიმ და სერგეი ლავროვმა ბოლოს ტელეფონით სამშაბათს ისაუბრეს სირიის კრიზისზე.

დღის ამბები