07 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
ბერლინის პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაციაზე ფულადი ჯილდო დააწესა

ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილი ამ დრომდე იძებნება. ტუნისელი 24 წლის ანის ამრის ძებნის ოპერაცია შენგენის ზონის ქვეყნებში ერთდროულად მიმდინარეობს.

გამოძიებამ ეჭვმიტანილის ფოტოები გაავრცელა და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 100 ათასი ევრო დააწესა.

ანის ამრი პოლიციისთვის კრიმინალური წარსულით არის ცნობილი. ის გერმანიაში ერთი წლის წინ ჩავიდა, სადაც თავშესაფარი მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.

სამარტალდამცველები მოსახლეობას აფრთხილებენ რომ ამრი საშიშია და შესაძლოა შეიარაღებული იყოს. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები ირწმუნებიან, რომ ბერლინის ტერაქტის შემსრულებელი მათი დაჯგუფების წევრია. საშობაო ბაზრობაზე მომხდარ ტერაქტს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 48 კი დაშავდა.

დღის ამბები