07 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
გაეროს სპეციალური კომისია სირიაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს გამოიძიებს

გაერომ სირიაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიების მიზნით სპეციალური კომისია შეიქმნა. იქმნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელმაც სახედრო დანაშაულების მტკიცებულებები უნდა მოიპოვოს და გააანალიზოს იმ მიზნით, რომ მომავალში დამნაშავეები საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამრთლოს წინაშე წარსდგნენ.

რეზოლუციას კენჭი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უყარეს. დოკუმენტი 105 ხმით 15-ის წინააღმდეგ მიიღეს. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს სირიამ და ასადის რეჟიმის მოკავშირე რუსეთმა და ირანმა. სირიის დელეგაციამ რეზოლუციის დებულებები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასა.

პარალელურად ალეპოში მოსახლეობის ევაკუაცია განახლდა. წითელი ჯვარის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ალეპოს აღმოსავლეთში მდებარე ჰოსპიტალიდან უკვე ყველა პაციენტია გაყვანილი და ისინი ქალაქს უახლოეს მომავალში დატოვებენ.

დღის ამბები