07 ოქტომბერი 2024,   12:15
ვრცლად
ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილი 24 წლის ტუნისელი ანის ამრი ევროპის მასშტაბით იძებნება

ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილი 24 წლის ტუნისელი ანის ამრი ევროპის მასშტაბით იძებნება. გამთენიისას ბერლინში ორ საცხოვრებელ სახლში რეიდი ჩატარდა. გამოძიებას ინფორმაცია ჰქონდა, რომ ერთ-ერთ ბინაში ანის ამრი უნდა ყოფილიყო, თუმცა ეჭვმიტანილი მითითებულ მისამართზე არ აღმოჩნდა. პოლიციამ ასევე უარყო გავრცელებული ცნობა რეიდის დროს 4 ადამიანის დაკავების შესახებ.

ანის ამრის ვინაობა პოლიციისთვის ცნობილი იყო. რამდენიმე თვის წინ ის იარაღის შესაძენად და თანხის გასასტუმრებლად ძარცვის დაგეგმვაში იყო ეჭვმიტანილი. გერმანიაში ჩასვლამდე კი ანის ამრიმ 4 წელი იტალიის ციხეში გაატარა. მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის გერმანიის მთავრობამ ჯილდოს სახით 100 ათასი ევრო დააწესა.

დღის ამბები