07 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
მოსკოვის საკათედრო ტაძარში რუსეთის ელჩის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

მოსკოვის საკათედრო ტაძარში ანკარაში მოკლული რუსეთის ელჩის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ანდრეი კარლოვს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები მიაგებენ პატივს.

მაცხოვრის ტაძარში ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედევევიც მივიდნენ. ქვეყნის ლიდერმა ანდრეი კარლოვის მეუღლეს და ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრა.

ქვეყნის პირველმა პირმა სამოქალაქო პანაშვიდის გამო დღეისათვის დაგეგმილი წლის შემაჯამებელი პრესკონფერენციაც გადადო. რუსი დიპლომატი ანკარაში საგამოფენო დარბაზში 19 დეკემბერს 22 წლის პოლიციელმა მოკლა.

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის ელჩის მკვლელი ფეტულა გიულენის მოძრაობის წევრი იყო. თავად ამერიკაში მცხოვრები ყოფილი სასულიერო პირი მომხდართან კავშირს უარყოფს.

დღის ამბები