07 ოქტომბერი 2024,   12:17
ვრცლად
ვერონის მუზეუმიდან მოპარული 17 შედევრი უკრაინის პრეზიდენტმა იტალიელებს დაუბრუნა

ვერონის მუზეუმიდან მოპარული 17 შედევრი უკრაინის პრეზიდენტმა იტალიელებს დაუბრუნა. ნახატების გადაცემის ცერემონია კიევში გაიმართა. ტინტორენტოს, რუბენსის, პიზანელოსა და კაროტოს ნამუშევრები პეტრო პოროშენკომ იტალიის კულტურის მინისტრს პირადად გადასცა.

16 მილიონ ევროდ შეფასებული ნახატები მძარცველებმა ვერონის მუზეუმიდან შარშან მოიპარეს. შედევრები კი უკრაინის მესაზღვრეებმა მოლდოვის საზღვართან იპოვეს.

საქმეზე ორი იტალიელი და ორი მოლდოველი დააკავეს. ოთხივეს 30 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

დღის ამბები