07 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
საქართველოს პრიორიტეტული მიმართულებებისთვის აშშ-მ 22,5 მილიონ აშშ დოლარი გამოყო

საქართველოსა და აშშ-ს შორის სამ საგრანტო შეთანხმებას მოეწერა ხელი. შეთანხმება საქართველოს ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსა და კავკასიაში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორს, დუგლას ბოლს შორის შედგა.

ხელმოწერილი შეთანხმებებით ადრე გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილება შევიდა და საგრანტო თანხა დაახლოებით 22,5 მილიონ აშშ დოლარით გაიზარდა.

შეთანხმებები საქართველოსთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“, „დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა“ და მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება“.  

შეთანხმებების ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები, რომლებიც ბიზნეს სტანდარტების საყოველთაო დანერგვისა და სხვადასხვა სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდისკენ იქნება მიმართული.

"პროგრამა ითვალისწინებს ბიზნესზე ორიენტირებული განათლების სისტემის განვითარებას. ასევე ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხარდაჭერა სხვა მიმართულებით, როგორიცაა კონკურენციის ზრდა, სტანდარტების ამაღლება და ბიზნესისთვის კომპეტენციების ზრდა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.

ორ ქვეყანას შორის შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვასა და ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნას, შეზღუდული შესაძლებლობების და იძულებით გადაადგილებულ პირთა მზარდ ინტეგრაციასა და ჩართულობას, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვას.

 

დღის ამბები