07 ოქტომბერი 2024,   12:15
ვრცლად
ბერლინის სავაჭრო ცენტრთან რამდენიმესაათიანი სპეცოპერაცია ჩატარდა

ბერლინის სავაჭრო ცენტრთან რამდენიმე საათის განმავლობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. დაიხურა მაღაზიების ნაწილი, დროებით გადაკეტეს ქუჩაც და დახურეს ახლო მდებარე მეტრო სადგურებიც. გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველები საეჭვო პაკეტს ეძებენ. 

24 წლის ტუნისელი ეჭვმიტანილი ევროპის მასშტაბით, ფაქტობრივად, ნომერ პირველი ძებნილი პირია. მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ, დღეს 100 000 ევროიანი ჯილდო დაწესდა.

რეიდები ასევე ჩატარდა ბერლინის ორ საცხოვრებელ ბინაში და დორტმუნდშიც, სადაც ამრი ბოლო პერიოდში ცხოვრობდა.

სამართალდამცველებმა სატვირთო მანქანის კარზე ანის ამრის თითის ანაბეჭდებიც აღმოაჩინეს.

„გვაქვს ახალი ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი, დიდი ალბათობით, ტერორისტია. სატვირთო მანქანის კაბინაში აღმოჩნდა მისი თითის ანაბეჭდები და გარდა ამისა, დამატებითი მტკიცებულებებიც გვაქვს, რომელიც მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ამყარებს,“- განაცხადა გერმანიის შს მინისტრმა, ტომას დე მაიზიერმა.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ზაფხულში ტუნისელ ეჭვმიტანილს ექსტრემისტთა ქსელის ლიდერმა ტერაქტის მოწყობა შესთავაზა, რომლის დროსაც მას თავი უნდა აეფეთქებინა. თუმცა, თავდასხმის გეგმა გამოაშკარავდა, რადგან ქსელის ლიდერის სატელეფონო საუბრებს სპეცსამსახური უსმენდა.

ანის ამრის ოჯახის წევრები დანებებისკენ მოუწოდებენ.

ავტორი: თამარ ჭვაჭავაძე

დღის ამბები