07 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
გერმანიის პოლიციამ 2 მამაკაცი დააკავა - ისინი გერმანია-ჰოლანდიის საზღვარზე თავდასხმას გეგმავდნენ

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ გერმანიის პოლიციამ 2 მამაკაცი დააკავა, რომელებიც გერმანია-ჰოლანდიის საზღვარზე მდებარე შოპინგ ცენტრზე თავდასხმას გეგმავდნენ.

დაკავებულები კოსოვოდან არიან. ისინი ქალაქ დუისბერგში სპეც ოპერაციის შედეგად აიყვანეს.

ქვეყანაში ბერლინის ტერაქტის შემდეგ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული. პოლიცია ცდილობს დაადგინოს რამდენად შორს წავიდა მათი სამზადისი თავდასხმისთვის და არიან თუ არა პროცესში ჩართული სხვა პირებიც.

დღის ამბები