07 ოქტომბერი 2024,   12:16
ვრცლად
თავდასხმა ბერლინის საშობაო ბაზრობაზე - სააგენტო "როიტერი" ვიდეომასალას ავრცელებს

სააგენტო როიტერი ბერლინის საშობაო ბაზრობაზე 19 ტონიანი სატვირთო ავტომობილის შევარდნის ამსახველ ექსკლუზიურ ვიდეო მასალას ავრცელებს. 

მანქანაში 24 წლის ტუნისელი ეჭვმიტანილის ანის ამრის ანაბეჭდებია აღმოჩენილი. უკვე მეოთხე დღეა მასზე გერმანიის პოლიციას ძებნა აქვს გამოცხადებული. თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გუშინ ბერლინის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დაუდგენელი შეკვრა აღმოაჩინეს, რის გამოც ტერიტორია პოლიციამ გადაკეტა, თუმცა საფრთხე არ დადასტურდა.

გაძლიერებული შემოწმებაა გერმანია-საფრანგეთის საზღვარზე. პოლიციამ ძებნა გუშინ ბერლინის მეჩეთშიც ჩაატარა.

დღის ამბები