07 ოქტომბერი 2024,   12:21
ვრცლად
სირიის არმია ალეპოდან მეამბოხეების უკანასკნელი ჯგუფის ევაკუაციის ვიდეო მასალას ავრცელებს

სირიის არმია ავრცელებს ვიდეო მასალას, სადაც მათი თქმით, ალეპოდან მეამბოხეების უკანასკნელი ჯგუფის ევაკუაციაა ასახული. პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი ქალაქს მთლიანად აკონტროლებს და იქ მისი მხარდამჭერები ზეიმობენ.

საერთაშორისო წითელი ჯვარი აცხადებს, რომ ქალაქში ევაკუაციის მოლოდინში კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანია. პროცესი გუშინ თოვლმა შეაფერხა.

ამ დრომდე ომისგან დანგრეული ქალაქიდან 34 ათასი ადამიანი გამოიყვანეს.

დღის ამბები