07 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
ტრამპის ხმაურიან ინიციატივას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა

არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა Twittwer-ში არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ახალ ხმაურიან ინიციატივას. ის აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გაზარდოს და გააძლიეროს თავისი ბირთვული შესაძლებლობები, იქამდე სანამ მსოფლიო არ დაიწყებს ბირთვული იარაღის რეალურად შეფასებას.

დონალდ ტრამპის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება სახელმწიფო დეპარტამენტსაც მოუხდა. პრეს მდივანმა ჯონ კირბიმ ხმაურიანი განცხადების ფონზე, ყურადღება გაამახვილა ობამას ადმინისტრაციის დროს ბირთვული პოტენციალის შემცირებასა და ირანთან მიღწეულ შეთანხმებაზე.

მისივე თქმით, ბირთვული პოტენციალი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მნიშნელოვანი ნაწილია, თუმცა მომავალი ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ძველი უსაფრთხოების სხვა მექანიზმებს ანიჭებდა უპირატესობას.

დღის ამბები