07 ოქტომბერი 2024,   12:16
ვრცლად
ინგლისში კენტის საგრაფოს ციხეში ამბოხია

ინგლისში კენტის საგრაფოს ციხეში ამბოხია. ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული. ციხის თანამშრომლების ინფორმაციით, პატიმრებმა ნივთებს ცეცხლი წაუკიდეს და შენობის ერთ-ერთ ფრთაზე კონტროლი გამოაცხადეს.

ეს ბრიტანეთში ბოლო 2 კვირის განმავლობაში ციხის მეორე ამბოხია. მანამდე პატიმრებმა არეულობა ბირმინგემის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოაწყვეს.

კენტის ციხე ერთ-ერთია მათ შორის, სადაც უკანასკნელი კვლევების შედეგად, ძალადობის დონე და სეგრეგაცია ყველაზე მაღალია.

დღის ამბები