07 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
ავსტრალიელმა სამართალდამცველებმა საშობაო ტერაქტი აღკვეთეს

საშობაო ტერაქტი აღკვეთეს ავსტრალიელმა სამართალდამცველებმა. მასშტაბური სპეცოპერაცია მელბურნში ჩატარდა. პოლიციამ 7 ეჭვმიტანილი დააკავა, რომლებიც, გამოძიების ვერსიით, თავდასხმის მოწყობას შობის დღესასწაულზე გეგმავდნენ.

მათი სამიზნე კი ქალაქის ცენტრალური ადგილები - რკინიგზის სადგური, მთავარი მოედანი და კათედრალი იყო.

დაკავებულთაგან 4 წარმოშობით ლიბანელი, ერთი კი ეგვიპტელია. 5-ვეს უკვე მიუსაჯეს წინასწარი პატიმრობა. კიდევ ორი დაკავებული, მათ შორის ქალი, ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

დღის ამბები