07 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი იტალიაში მოკლეს

ევროპის მასშტაბით ძებნილი ბერლინელი ტერორისტი მილანში მოკლეს. იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ გარდაცვლილი 24 წლის ანის ამრია. მოკლულისა და სატვირთო მანქანის კარზე აღმოჩენილი თითის ანაბეჭდები ერთმანეთს დაემთხვა.

ტუნისელი ანის ამრი მილანში, სესტო სან ჯოვანის დასახლებაში პოლიციელებმა დილის 3 საათზე ქუჩაში შენიშნეს. როდესაც სამართალდამცველებმა პირადობის მოწმობის წარდგენა მოსთხოვეს, ამრიმ ცეცხლი გაუხსნა. ის საპასუხო სროლის შედეგად ადგილზევე მოკლეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ სწორედ ამრი მართავდა სატვირთო მანქანას, რომელიც 19 დეკემბერს ბერლინის საშობაო ბაზრობაზე ხალხს შეეჯახა. ამ თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა. 

 

დღის ამბები