07 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატს ფქვილი შეაყარეს

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატს მანუელ ვალსს წინასაარჩევნო შეხვედრის დროს ფქვილი შეაყარეს.

ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი, სტრასბურგში, საშობაო ბაზრობაზე ერთ-ერთ კაფეში შედიოდა, როდესაც მამაკაცი მიუახლოვდა და ფქვილი შეაყარა. ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

დემონსტრანტი ვალსის მიერ, პრემიერობის დროს, პარლამენტის დახმარებით მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებდა.

დღის ამბები