07 ოქტომბერი 2024,   12:15
ვრცლად
მოსკოვის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის შენობაში ვლადიმერ პუტინის წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია მიმდინარეობს

მოსკოვის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის შენობაში ვლადიმერ პუტინის წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია მიმდინარეობს. პრეზიდენტი უკვე ორი საათია ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს. პრეზიდენტმა საუბარი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებით დაიწყო და განაცხადა, რომ სიტუაცია უმჯობესდება.

ვლადიმერ პუტინმა მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა და განცხადა, რომ ელჩის მკვლელობის გამო არ გაუარესდება ურთიერთობები თურქეთსა და რუსეთს შორის. ვლადიმერ პუტინს ბირთვული პოტენციალის გაზრდის შესახებ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზეც დაუსვეს შეკითხვა, რაზეც მან განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს უფრო მეტი შეიარაღება აქვს, მაგრამ რუსეთი ნებისმიერ აგრესორზე ძლიერია.

დღის ამბები