07 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
ვლადიმერ პუტინმა წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა

ვლადიმერ პუტინმა წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა.

მან მედიასთან საუბრისას როგორც ქვეყნის საშინაო, ასევე საგარეო მდგომარეობა  მიმოიხილა.

პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა შეაფასა და განაცხადა, რომ სიტუაცია უმჯობესდება.

ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებზეც იმსჯელა. ის ვარაუდობს, რომ ადრე თუ გვიან, მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობები გამოსწორდება.

ქვეყნის ლიდერი თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაფუჭების მცდელობად აფასებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ბირთვული პოტენციალის გაზრდის შესახებ განაცხადა, რომ რუსეთი ნებისმიერ აგრესორზე ძლიერია, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს უფრო მეტი შეიარაღება აქვს.

პუტინის პრესკონფერენცია 4 საათს გაგრძელდა და პრეზიდენტმა 62 შეკითხვას უპასუხა. 

დღის ამბები