07 ოქტომბერი 2024,   12:19
ვრცლად
ლიბიაში თვითმფრინავის გამტაცებლები სამართალდამცავებმა აიყვანეს

ლიბიური თვითმფრინავის გამტაცებლები სამართალდამცველებს ჩაბარდნენ.

თვითმფრინავი ლიბიაში შიდა რეისს ასრულებდა, თუმცა დღეს დილით ის, აფეთქების მუქარით, ორმა მამაკაცმა გაიტაცა.

მგზავრების და ეკიპაჟის წევრების გათავისუფლების შემდეგ პოლიციამ ორივე მათგანის დაკავება შეძლო.

ეარბას 320-ის ბორტზე 118 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, იმყოფებოდა.

ლაინერი აფრენიდან 2 საათნახევარში მალტის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. გავრცელებული ცნობით, გამტაცებლები ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის მხარდამჭერები არიან.

მომხდარის გამო მალტის აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა. 

ავტორი: ნინო დვალიშვილი.

დღის ამბები