07 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
ვაშინგტონმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

უკრაინისა და სირიის კრიზისების გამო, ოფიციალურმა ვაშინგტონმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.

შესაბამისი დოკუმენტი შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერის გამო, პერსონალური სანქციები დაუწესდათ რუსული ტემპბანკის ტოპმენეჯერებსა და 7 სირიელ მაღალჩინოსანს.

უკრაინაში არსებული ვითარების გამო კი, რუსეთის მიმართ სანქციები აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ გააფართოვა. უწყებამ შავ სიაში დამატებით 23 რუსული კომპანია შეიყვანა. 

დღის ამბები