07 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
დონალდ ტრამპმა რუსი კოლეგისგან ახალი წერილი მიიღო

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა რუსი კოლეგისგან ახალი წერილი მიიღო.

წერილი დონალდ ტრამპის გარდამავალმა ჯგუფმა გაავრცელა.

ტრამპის თქმით, ვლადიმერ პუტინმა მას ძალიან სასიამოვნო წერილი გაუგზავნა, რომელშიც რუსეთის ლიდერი შობა-ახალ წელს ულოცავს.

"მისი ფიქრები ძალიან სწორია," - აცხადებს შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი.

რუსეთის პირველი პირი კი წერილში იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის აღსადგენად რეალურ ნაბიჯებს გადადგამენ. 

დღის ამბები