07 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
რუსეთის პრეზიდენტი ტელეფონით თავის თურქ კოლეგას ესაუბრა

რუსეთის პრეზიდენტი ტელეფონით თავის თურქ კოლეგას ესაუბრა. ვლადიმერ პუტინმა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ანკარაში რუსეთის ელჩის მკვლელობის გამოძიების საკითხი განიხილეს.

თურქეთის ლიდერმა რუს კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ რა ეტაპზეა გამოძიება და როგორ თანამშრომლობენ რუსეთისა და თურქეთის სპეცსამსახურები აღნიშნულ საკითხზე.

რუსეთის ელჩს, ანდრეი კარლოვს, თავს ანკარის საგამოფენო ცენტრში 19 დეკემბერს დაესხნენ. დიპლომატი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მომხდარს წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინი. მისი თქმით, ელჩის მკვლელობა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობას ვერ დააზარალებს. 

დღის ამბები