07 ოქტომბერი 2024,   12:19
ვრცლად
ამერიკის საგამოძიებო ფედერალური ბიურო შობაზე შესაძლო ტერქსტებზე ავრცელებს ინფორმაციას

შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო შობის დღესასწაულზე შესაძლო თავდასხმების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

უწყების ცნობით, არსებობს რამდენიმე ონლაინპუბლიკაცია, რომლებიც დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მიერ ამერიკის ტერიტორიაზე ეკლესიების წინააღმდეგ თავდასხმების მოწყობის მოწოდებას შეიცავს.

პარალელურად სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა გაფრთხილება და მოქალაქეებს იორდანიასა და ეგვიპტეში გამგზავრებისგან თავის შეკავება ურჩია. მიზეზად უწყება ტერორისტულ საფრთხეს ასახელებს.

დღის ამბები