07 ოქტომბერი 2024,   12:16
ვრცლად
ისრაელი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესრულებას არ აპირებს

ისრაელი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესრულებას არ აპირებს. ქვეყნის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საბჭოს მიერ გვიან ღამით მიღებულ დოკუმენტს "სამარცხვინო" უწოდა.

რეზოლუცია ისრაელის ხელისუფლებას პალესტინის ტერიტორიაზე ებრაული დასახლებების მშენებლობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ეგვიპტის მიერ მომზადებულ დოკუმენტს მხარი საბჭოს წევრმა 14-მა ქვეყანამ დაუჭირა, თავი შეიკავა შეერთებული შტატების წარმომადგენელმა.

საბჭოს გადაწყვეტილება პალესტინის ლიდერმა ისრაელის პოლიტიკისთვის დიდ დარტყმად შეაფასა.

დღის ამბები