07 ოქტომბერი 2024,   12:15
ვრცლად
მარინ ლე პენი ნატოდან და ევროკავშირიდან გასვლის მომხრეა

საფრანგეთის ნაციონალური ფრონტის ლიდერი ქვეყნის ნატოდან და ევროკავშირიდან გასვლის მომხრეა.

განცხადება ამის შესახებ მარინ ლე პენმა ბერძნული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

მან დაადასტურა, რომ 2017 წლის აპრილში საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და ფრექსითი მისი პოლიტიკის ნაწილი იქნება.

მარინ ლე პენს ასევე მიაჩნია, რომ ევრო ოფიციალური ბრიუსელის მხრიდან შანტაჟის ინსტრუმენტია, ამიტომ, მისი თქმით, საფრანგეთმა, სხვა სახელმწიფოებთან ერთად, ევროს ზონაც უნდა დატოვოს.  

დღის ამბები