07 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
სანტა კლაუსმა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა დაიწყო

სანტა კლაუსმა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა დაიწყო. სანტამ საკუთარი მარხილით ფინეთის ქალაქ როვანიემში მდებარე რეზიდენცია უკვე დატოვა და პატარებისთვის საშობაო საჩუქრების დასარიგებლად გაემგზავრა.

წლის ყველაზე დატვირთულ პერიოდში მის გასამხნევებლად ადგილზე ასობით ადამიანი, მათ შორის ტურისტებიც, შეიკრიბნენ.

მსოფლიოს გარშემო სანტას მოგზაურობის დაწყებას ლაპლანდიის ცაზე ჩრდილოეთის ციალიც დაემთხვა.

სანტას გადაადგილებას, ტრადიციულად, ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის სამმართველო დააკვირდება.

დღის ამბები