07 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
ტუნისელმა სამართალდამცავებმა საშობაო ბაზრობის თავდამსხმელის ნათესავი აიყვანეს

ტუნისელმა სამართალდამცავებმა ბერლინის საშობაო ბაზრობის თავდამსხმელის ნათესავი და კიდევ ორი ეჭვმიტანილი აიყვანეს.

ამ ინფორმაციას BBC ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის თანახმად,   დაკავებული სამი პირი, 18-დან 27 წლამდე ასაკის, ტერორისტული ქსელის წევრები იყვნენ.

დაკავებულმა აღიარა, რომ ბიძას დაშიფრული შეტყობინებებით უკავშირდებოდა, რათა დაზვერვის სამსახურების ყურადღება არ მიეპყროთ.

24 წლის ანის ამრი, რომელიც ბერლინში სატვირთო მანქანით შევარდა, მილანში პოლიციელმა მოკლა.

ორშაბათს ბაზრობაზე მომხდარი ტრაგედიის დროს 12 ადამიანი დაიღუპა და 49 კი დაშავდა.

დღის ამბები