07 ოქტომბერი 2024,   12:19
ვრცლად
თურქეთის არმიამ ISIS-ზე მასშტაბური შეტევა განახორციელა

სირიელმა ამბოხებულებმა, თურქეთის არმიის დახმარებით, დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მასშტაბური შეტევა განახორციელეს.

ინტენსიური შეტაკება ქალაქ ელ-ბაბში მოხდა, საიდანაც რადიკალი ისლამისტების განდევნას ცდილობენ.

თურქეთის არმიის ცნობით, იერიშების შედეგად 70-მდე ისლამისტი მებრძოლი მოკლეს და დაჭრეს, დაჯგუფების 140-მდე ობიექტი კი გაანადგურეს, მათ შორის სამეთაურო ცენტრი და საბრძოლო მასალის საწყობი.

ოფიციალური ანკარა სირიის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციას აგვისტოდან ატარებს.

 

დღის ამბები