07 ოქტომბერი 2024,   12:20
ვრცლად
უკრაინაში 30-მდე თანამედროვე სტანდარტების მომსახურების ცენტრი ამოქმედდება

უკრაინაში ინოვაციებისა და განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს ქართული მედიის წამომადგენლები კიევში გაეცნენ.

გიორგი ვაშაძის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ რამდენიმე პროექტი წამოიწყო. მათ შორის არის ე.წ. იუსტიციის სახლები, რომელიც უკრაინაში „გოტოვოს“ სახელითაა ცნობილი.

პროექტის დასასრულს კი უკრაინაში სულ 30-მდე თანამედროვე სტანდარტების მომსახურების ცენტრი ამოქმედდება.

აღნიშნულ ცენტრებში მოქალაქეები სახელმწიფო სერვისებს ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებენ.

დღის ამბები