07 ოქტომბერი 2024,   12:20
ვრცლად
დონალდ ტრამპი საქველმოქმედო ფონდის დახურვას აპირებს

დონალდ ტრამპი საქველმოქმედო ფონდის დახურვას აპირებს. გადაწყვეტილება შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით მიიღო.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საქველმოქმედო ფონდი მილიონობით გაჭირვებულ ადამიანს დაეხმარა, თუმცა იმის გამო რომ იანვრიდან პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას შეუდგება, იძულებულია ქველმოქმედების გასაგრძელებლად სხვა მეთოდებს მიმართოს.

დონალდ ტრამპის განცხადებას უკვე გამოეხმაურა ნიუ-იორკის პროკურატურა. უწყებაში აღნიშნეს, რომ ფონდის გაუქმება ამ ეტაპზე დაუშვებელია, რადგან ის გამოძიების ობიექტია.

"ტრამპ ფაუნდეიშენის" წინააღმდეგ გამოძიება არჩევნებამდე საეჭვო ფინანსური ოპერაციების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო დაიწყო.

დღის ამბები