07 ოქტომბერი 2024,   12:17
ვრცლად
შრი ლანკაში მსოფლიოს ყველაზე დიდი ხელოვნური ნაძვის ხე გაანათეს

შობის ღამეს მსოფლიოს ყველაზე დიდი ხელოვნური ნაძვის ხე შრი ლანკაში გაანათეს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ისლამისა და ბუდიზმის მიმდევრები არიან, კოლომბის ცენტრში ლითონისგან შექმნილი ნაგებობა დადგეს. ნაძვის ხის სიმაღლე 73 მეტრია. ის 800 ათასი ნათურით და ხის დეკორაციებითაა გაფორმებული.

ნაძვის ხე გინესის რეკორდების წიგნში მოხვდება. შრი ლანკელებმა ჩინელების რეკორდი გაუმჯობესეს. 2015 წელს მსოფლიოში ყველაზე დიდი ხელოვნური ნაძვის ხე გუანჩ-ჯოუში ააგეს. მისი სიმაღლე 53 მეტრი იყო. კოლომბოს ნაძვის ხე 10 დღის განმავლობაში იქნება განათებული.

დღის ამბები