07 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
ვატიკანში შობას ათასობით მორწმუნე აღნიშნავს

კათოლიკური სამყარო და ქრისტიანი მორწმუნეების ნაწილი დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობენ. ათასობით მორწმუნე შობას ვატიკანში აღნიშნავს. მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან წმინდა პეტრეს მოედანზე არიან შეკრებილები და ქალაქისა და მსოფლიოსადმი რომის პაპის ტრადიციულ საშობაო მიმართვას ისმენენ.

ვატიკანის ინფორმაციით, ქადაგებისას პაპი ფრანცისკე ყურადღებას რწმენის გაძლიერებასა და არსებული პრობლემების მოგვარებაზე გაამახვილებს.

პონტიფიკოსმა მორწმუნეებს შობის დღესასწაული ჯერ კიდევ საზეიმო ლიტურგიის დაწყებამდე სოციალური ქსელით მიულოცა.

დღის ამბები